ოთხშაბათი, 22.05.13   11:21
+24.9°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ამერიკელი კონგრესმენების წერილი

18.09.12 10:00

სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები - 1 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მხარდასაჭერ ღია წერილს ამერიკელი კონგრესმენები აქვეყნებენ. ტექსტში ხაზგასმულია, რომ მოახლოებული არჩევნები ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. აქვე კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკოსს, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და უთანხმოება გვერდზე გადადონ.

`ნებისმიერი მცდელობა არეულობის მოწყობის ან ელექტორატის ნების წინააღმდეგ წასვლა, დიდი უსამართლობა იქნება ქართველი ხალხის წინაშე - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც კონგრესის გაზეთ "The Hill-ში" დაიბეჭდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ და მისმა ლიდერებმა გააკეთეს ნათელი და ერთგვაროვანი არჩევანი, რომ მხარი დაუჭირონ და პრაქტიკაში გამოსცადონ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები და იდეები. ხაზგასმულია ქვეყანაში კრიმინალისა და კორუფციის შემცირება, ასევე საქართველოს როლი ნატოს სხვადასხვა ოპერაციაში საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთსა და კოსოვოში. "ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მცდელობას, რომ დაანგრიოს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დემოკრატია," - აღნიშნულია წერილში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

22.05.13 14:51

მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი

22.05.13 14:24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადება

22.05.13 13:49

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.More...

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...

ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრები აზერბაიჯანში

22.05.13 11:24

საქართველო-აზერბაიჯანს შორის ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და პერსპექტივები განიხილეს ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა აზერბაიჯანელმა კოლეგამ ბაქოში შეხვედრის დროს.More...


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company