ორშაბათი, 20.05.13   12:24
+20°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ამერიკელი კონგრესმენების წერილი

18.09.12 10:00

სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები - 1 ოქტომბრამდე ორი კვირით ადრე საქართველოს მხარდასაჭერ ღია წერილს ამერიკელი კონგრესმენები აქვეყნებენ. ტექსტში ხაზგასმულია, რომ მოახლოებული არჩევნები ტესტი იქნება ქართული დემოკრატიისთვის. აქვე კონგრესმენები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკოსს, რომ პატივი სცენ არჩევნების შედეგებს და უთანხმოება გვერდზე გადადონ.

`ნებისმიერი მცდელობა არეულობის მოწყობის ან ელექტორატის ნების წინააღმდეგ წასვლა, დიდი უსამართლობა იქნება ქართველი ხალხის წინაშე - ნათქვამია ღია წერილში, რომელიც კონგრესის გაზეთ "The Hill-ში" დაიბეჭდა.

წერილში აღნიშნულია, რომ საქართველომ და მისმა ლიდერებმა გააკეთეს ნათელი და ერთგვაროვანი არჩევანი, რომ მხარი დაუჭირონ და პრაქტიკაში გამოსცადონ ძირითადი დემოკრატიული ღირებულებები და იდეები. ხაზგასმულია ქვეყანაში კრიმინალისა და კორუფციის შემცირება, ასევე საქართველოს როლი ნატოს სხვადასხვა ოპერაციაში საზღვარგარეთ, მათ შორის ავღანეთსა და კოსოვოში. "ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ, რათა წინააღმდეგობა გავუწიოთ რუსეთის მცდელობას, რომ დაანგრიოს საქართველოს მიერ რთულად მოპოვებული დემოკრატია," - აღნიშნულია წერილში.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ეზუგბაია გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

20.05.13 10:00

ირაკლი ეზუგბაია უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.More...video clip 

პრეზიდენტის ვიზიტი ტაილანდის სამეფოში

20.05.13 10:58

საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.More...video clip 

არასამთავრობოები 17 მაისის დარღვევებზე პროკურატურას მიმართავენ

20.05.13 11:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

20.05.13 15:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

20.05.13 15:42

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თბილისში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.More...

ვანუატუმ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

20.05.13 15:26

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.More...

ბაკურციხეში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

20.05.13 15:06

ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ. More...video clip 

გიორგი შოვნაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

20.05.13 12:55

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company