კვირა, 19.05.13   07:29
+17.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ანა გურჯი `ისლამის უცოდველობის` შესახებ

18.09.12 10:45

სკანდალურ ფილმში - `ისლამის უცოდველობა`ერთ-ერთ როლს ქართველი მსახიობი ანა გიორგობიანი, იგივე ანა გურჯი თამაშობს. ამერიკულ ინტერნეტ-გამომცემლობა `ჰაფინგტონ პოსტზე`გამოქვეყნდა გურჯის წერილი, რომელიც მსახიობმა ერთ-ერთ ვებგვერდზე განათავსა. ანა გიორგობიანი წერს, რომ არც მან და არც სხვა მსახიობებმა არ იცოდნენ სინამდვილეში რა გეგმა ჰქონდათ ამერიკაში ამ ფილმთან დაკავშირებით.

"მუჰამედი გადაღებების დროს არც კი უხსენებია არავის. ხალხი რომ მეკითხება, რა რეაქცია მქონდა ამ ფილმის ნახვის შემდეგ, ერთადერთსიტყვიანი პასუხი მაქვს - შოკი. ფილმი რომ ვნახე, ტირილი წამსკდა." მსახიობი აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება დაცული არ არის და ეშინია, მაინც არ დაიმალება. "მე არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა, მე არ ვიმალები, რადგან დასამალავი არაფერი მაქვს," - წერს გურჯი.

ქართველ მსახიობს რუსთვი 2-ის ამერიკის ბიუროც დაუკავშირდა. ჩვენს თხოვნაზე, ჩაგვეწერა ინტერვიუ, ანა გიორგობიანი გვპასუხობს: `ძალიან დათრგუნული ვარ დღევანდელი ამბებით. რამდენიმე დღე არ ვაპირებ არავისთვის ინტერვიუს მიცემას. როცა სიტუაცია დაწყნარდება, ხალხს ბრაზი გადაუვლის და რომ შეძლებენ სიმართლის მოსმენას, მაშინ აუცილებლად შეგეხმიანებით,`- გვიპასუხა ქართველმა მსახიობმა.

ანა გიორგობიანი, რომელიც ცნობილია ანა გურჯის ფსევდონიმით, 1991 წლის 1 აპრილს დაიბადა. მისი სამსახიობო დებიუტი შედგა ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმში - „ეს დღე რომ არ ყოფილიყო“ (2005). მანამდე კი 1998 წელს ის გამოჩნდა მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის - „ქალაქის“ ეპიზოდში.


video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

18.05.13 21:12

შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.More...

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

რუსთაველის გამზირზე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

17.05.13 10:25

რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია `იდენტობა`... More...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს

17.05.13 12:19

ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.More...video clip 

პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს შეხვდა

17.05.13 12:03

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.More...video clip 

უმცირესობის ინიციატივას ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობა პასუხობს

17.05.13 11:47

საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company