გვიან ღამით სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებაში სახალხო დამცველის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მათ მსჯავრდებული თამაზ თამაზაშვილი მოინახულეს. დამცველების ინფორმაციით, პატიმარი უარყოფს მის მიმართ რაიმე სახის ზეწოლის ან სხვა ძალადობრივი ქმედების განხორციელებას.
სახალხო დამცველის განცხადებით, გავრცელებული სკანდალური კადრები კონკრეტული პირების სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი უნდა გახდეს და საბოლოოდ წერტილი უნდა დაესვას იმ უფლებათა დარღვევის ფაქტებს, რაც მოხდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ომბუდსმენი ვიდეოჩანაწერებში ასახულ ფაქტებში მონაწილე ყველა ბრალდებული პირის დროულ იდენტიფიცირებას მოითხოვს.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.