 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ივანიშვილის თანამოაზრეები კოალიციაში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრობენ
18.09.12 14:56
ბიძინა ივანიშვილის გუნდში არსებულ დაპირისპირებას უკვე გუნდის წევრებიც აღარ მალავენ. დემურ გიორხელიძე ბიძინა ივანიშვილს საყვედურობს. `ქართული ოცნების` ეკონომიკური გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი კოალიციის ლიდერს უპატივცემულობაში ადანაშაულებს.
საყვედური დემურ გიორხელიძემ სოციალურ ქსელ `ფეისბუქში` თავის გვერდზე გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ბიძინა ივანიშვილმა კოალიციის პროგრამის წარდგენაზე არ მიიწვია მეცნიერების იმ ჯგუფის ნაწილი, რომელიც დემურ გიორხელიძის ხელმძღვანელობით ამ პროგრამის შექმნაზე მუშაობდა. ექსპერტი თავის გვერდზე წერს:
"ბატონ ბიძინა ივანიშვილს! ეს რა წესია?! საკუთარ პროგრამას წარადგენდეს პოლიტიკური ორგანიზაცია და არც ერთ ადამიანს არ იწვევდეს, თუნდაც პატივისცემის ნიშნად, რომლებიც თვეების განმავლობაში, დღედაღამ მუშაობდნენ ენთუზიაზმზე და თავდადებით.`
|
 |
 |
|
|
|
|

|