ოთხშაბათი, 19.06.13   08:09
+21.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

18.09.12 17:12

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გლდანის ციხეში პატიმართა წამების ფაქტებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გაავრცელა.

`გლდანის მე-8 საპყრობილიდან მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ცალკეულ თანამშრომელთა მიერ პატიმართა მიმართ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის ფაქტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ ერთობლივად განხორციელებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე,  ოპერატიული მორიგე ინსპექტორი ვლადიმერ ბედუკაძე (ბედუკაძე გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან 2012 წლის მაისში) და მათი გავლენის ქვეშ მყოფი რამდენიმე პირი, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, პატიმრებს არაადამიანურ ეპყრობოდა, რასაც ვიდეოფირზე იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებების შესაბამისად, დადგენილ იქნა, რომ   პატიმართა მიმართ არაადამინური მოპყრობის  ორგანიზება, მათი ვიდეოფირზე აღბეჭდვა და სოლიდური ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ, დამკვეთებისათვის გადაცემის შეთავაზება საპყრობილის თანამშრომლებმა ამავე საპყრობილეში მყოფი თამაზ თამაზაშვილისაგან მიიღეს.

ამ ეტაპზე გამოძიების ხელთ არსებული მტკიცებულებებით ირკვევა, რომ  დანაშაულის დამკვეთ მხარესთან კონტაქტის უზრუნველყოფა თავდაპირველად თამაზ თამაზაშვილის, ხოლო შემდგომ თამაზ ელიზბარაშვილის მეშვეობით ხდებოდა.

ლევან ფურცხვანიძის სამუშაო კაბინეტის ჩხრეკისას ამოღებულ იქნა პატიმართა მიმართ არაადამიანური მოპყრობის ამსახველი ვიდეოფირი და 17 000 აშშ დოლარი. არსებობს  ვარაუდი, რომ გარდა აღნიშნულ ფირზე ასახული ფაქტისა, ჩადენილ იქნა სხვა, ანალოგიური ხასიათის დანაშაულებრივი ქმედება.

გამოძიების ამ ეტაპზე ბრალდებულებად იქნენ ცნობილი და დაკავებული არიან გლდანის მე-8 საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ლევან ფურცხვანიძე, განყოფილების კონტროლიორი ლევან ფხალაძე და განყოფილების ინსპექტორი ბორის ფარულავა, ხოლო ვლადიმერ ბედუკაძეზე ძებნაა გამოცხადებული. გამოძიება გრძელდება,`- ნათქვამია განცხადებაში.

ამ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო ბრიფინგი გაიმართა პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში. მინისტრ ხათუნა კალმახელიძის განცხადებით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურები სრულ კოორდინაციაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და გამოვლენილ იქნა აღნიშნული დანაშაული. მისივე თქმით, მსჯავრდებულთა უფლებების დარღვევის ნებისმიერ ფაქტზე მოხდება შესაბამისი რეაგირება.

`ვინც გარედან ცდილობს პატიმართა უფლებების დარღვევის პროვოცირებას, ყველას გაეცემა საკადრისი პასუხი კანონის ფარგლებში,`- განაცხადა კალმახელიძემ.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

სამეგრელოში აღმოჩენილი იარაღი თავდაცვის სამინისტროს არ ეკუთვნის

18.06.13 17:11

თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია სამეგრელოში საიდუმლო სამალავების აღმოჩენის ფაქტს გამოეხმაურა. ირაკლი ალასანია აცხადებს, რომ ...More...video clip 

სუბარი სამეგრელოში აღმოჩენილი სამალავის შესახებ

18.06.13 16:56

სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.More...video clip 

რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის შესახებ

18.06.13 10:33

უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.More...video clip 

დავით უსუფაშვილი მარტინ შულცს შეხვდა

18.06.13 17:24

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

გიგი უგულავა პრაიმერიში მონაწილეობას არ მიიღებს

18.06.13 15:28

გიგი უგულავა არ მიიღებს მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის გამოვლენის პრაიმერიში.More...video clip 

ქრთამის აღებისთვს დმანისში ორი პირი დააკავეს

18.06.13 14:48

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.More...video clip 

სახალხო დამცველი უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის შესახებ

18.06.13 14:44

სახალხო დამცველი შსს-ს უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევაში ადანაშაულებს. უჩა ნანუაშვილის განცხადებას კი სასჯელაღსრულების მინისტრი პასუხობს.More...video clip 

ნაციონალური მოძრაობა ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლების შესახებ

18.06.13 14:09

ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company