რაჭაში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო
18.09.12 18:28
რაჭაში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. სასტუმრო და სხვა ინფრასტრუქტურა შაორის ტბაზე გაშენდება. დღეს მშენებლობას საფუძველი მიხეილ სააკაშვილმა ჩაუყარა. პრეზიდენტი მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან რაჭის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრა.
`გაძლევთ სიტყვას, რომ აქ კიდევ მინიმუმ 3-4 სასტუმროს მშენებლობა დაიწყება მომავალ წელს. ეს ნიშნავს, რომ შაორი მთელი ძალით ამუშავდება,`- განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ამ პროექტების მთავარი მიზანი არის, რომ რაჭაში ერთხელ და სამუდამოდ ამოიძირკვოს სიღარიბე, უმუშევრობა და გაჭირვება.
|