სამშაბათი, 21.05.13   11:04
+21.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

პრეზიდენტის საგანგებო განცხადება

19.09.12 10:00

გლდანის ციხეში მომხდარ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის დაპატიმრების ბრძანება გასცა.

`ძვირფასო თანამოქალაქენო,

ალბათ, იმ კადრების ხილვის შედეგად, რომელიც ტელევიზიებით ვრცელდება, როგორც ყველა თქვენგანი, მე ვარ ძალიან გაბრაზებული და მართლაც სულით ხორცამდე შოკირებული.

ის, რაც მოხდა გლდანის ციხეში, არის შემზარავი აქტი მიმართული ადამიანის უფლებებისა და ადამიანის ღირსების წინააღმდეგ.

ყველა, ვინც ამის ორგანიზატორია, ყველა, ვინც ამის განმხორციელებელია, ყველა, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც ეს დაუშვა, უმკაცრეს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

პოლიციას უკვე დაკავებული ჰყავს ამ საშინელებების ჩამდენთა უმრავლესობა და დანარჩენებიც აუცილებლად წარდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადგენდა კავშირებს დამნაშავეებსა და კარგად ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის. 

დღეს მინდა განვუცხადო ამ დანაშაულის ყველა მსხვერპლს, ოჯახის წევრებსა და მთლიანად საზოგადოებას, რომ საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, რომელსაც მე ვაშენებ ყველასთან ერთად - ეს საქართველო არ მოითმენს არც მსგავს დანაშაულს და არც რაიმე კლიმატს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს რაიმე ამასთან მიახლოებული მოვლენაც კი.

არ მოითმენს სისასტიკეს, არ მოითმენს თავგასულობას, არ მოითმენს იმას, რაც, სამწუხაროდ, ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

მთელი ამ წლების განმავლობაში ჩვენ დანაშაულის, დამნაშავეთა სამყაროს, ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების წინააღმდეგ იმისთვის არ გვიბრძოლია, რომ ყოველივე ამის შემდეგ, მას შემდეგ, რაც პოლიციაში ყველგან ამოვძირკვეთ წამება, ახლა უკვე პენიტენციურ სისტემაში ან ვინმე ორგანიზებული დანაშაულიდან აფათურებდეს ხელს.

ანდა კიდევ უარესი - თვითონ პენიტენციური სისტემის კრიმინალებად ქცეული თანამშრომლები მონაწილეობდნენ ამგვარი აქტის ჩადენაში ყველა იმ ღონისძიების შემდეგ, რომელიც ჩვენ ბოლო წლებში განვახორციელეთ.

ისინი, ვინც პასუხისმგებლები იყვნენ იმაზე, რომ ეს არ დაეშვათ, გათავისუფლებული იქნებიან სამსახურიდან; ხოლო ისინი, ვინც ყოველივე ეს ჩაიდინა - მე გაძლევთ სიტყვას - მრავალ წელს გაატარებენ ციხეში.

მთელი იდეა ახალი საქართველოსი არის უარყოფა და გამიჯვნა ძალადობისგან, ყოველივე იმისგან, რაც წარსულში ხდებოდა, როგორც ორგანიზებული დანაშაულის, ისე ძალადობის მხრივ, დამნაშავეებისა თუ სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ, მთლიანად მოვიტოვეთ ყოველივე ეს უკან და ნამდვილად არ მოვითმენ იმის რეციდივებს, რომ რაიმე ფორმით ეს ხელახლა განმეორდეს ახალ საქართველოში, რომელსაც ჩვენ ყველანი ვაშენებთ.

მე დავავალე შესაბამის უწყებებს, იმოქმედონ სწრაფად, დაადგინონ ყველა დამნაშავე, დააკავონ, დააპატიმრონ და პასუხისგებაში მისცენ, უკლებლივ ყველა გამოიყვანოს სააშკარაოზე და მთელი ინფორმაცია სრული სახით წარუდგინონ ჩვენს საზოგადოებას, რომელიც ყოველივე ამის ნახვის შემდეგ, სამართლიანად ითხოვს სახელმწიფო ორგანოებისგან პასუხს.

და პირადად უზრუნველვყოფ იმას, რომ ამ სისტემაში ადამიანის უფლება იყოს დაცული, როგორც კრიმინალებისგან, ისე სისტემის ისეთი თანამშრომლებისგან, რომლებიც თავად მოქმედებენ ისე, როგორც ნამდვილი მაფიის წევრები.

მე ამას გავაკეთებ იმიტომ, რომ საქართველოში, რომელსაც ყველა ერთად ვაშენებთ, ყველა ადამიანს აქვს სამართლიანი, ღირსეული მოპყრობისა და მისი ადამიანური უფლებების ელემენტარული პატივისცემის უფლება, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მისი ადამიანობის მიმართ ძალიან ფაქიზი დამოკიდებულების უფლება.

ჩვენი სახელმწიფოებრიობა ეფუძნება ადამიანის უფლებების და ღირსების განუხრელ პატივისცემას და ჩვენ ბოლოს მოვუღებთ ამ ძალადობას!`- განაცხადა პრეზიდენტმა.

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს დაკითხვაზე იბარებენ

21.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილს და ზურაბ ჭიაბერაშვილს დღეს პროკურატურაში იბარებენ. სამართლდამცველების კითხვებზე პასუხის გასაცემად ნაციონალური მოძრაობის გენერალური...More...

სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 10:58

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...More...

17 მაისის ინციდენტისთვის ოთხი პირი დააკავეს

21.05.13 10:41

სამართალდამცევლებმა 17 მაისს კოლმეურნეობის მოედანზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ოთხი პირი დააკავეს. ეჭვმიტანილებს პოლიციის დაუმორჩლებლობა და წვრილმანი ხულიგნობა ედებათ ბრალად.More...

ჩოჩელი ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.05.13 14:44

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გია ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

21.05.13 14:31

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს. More...

ზურაბ აბაშიძე და დავით ზალკანიანი ბრიუსელში გაემგზავრნენ

21.05.13 11:24

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევროპაში გაემგზავრნენ. ზურაბ აბაშიძე და დავით ზალკალიანი ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრებიან.More...

ირაკლი ღარიბაშვილი ილჰამ ალიევს შეხვდა

21.05.13 11:17

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანის პრეზიდენტს შეხვდა. ილჰამ ალიევის და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა დღეს დილით გაიმართა. More...

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

20.05.13 17:52

ნინო ბურჯანაძე პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. More...video clip 


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
ფოტოსესია პუანტებში

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company