გლდანის ციხესთან `ქართული ოცნების` აქცია გაიმართა
19.09.12 10:57
პატიმრების უფლებების დარღვევის ფაქტების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ, წუხელ, გლდანის მე-8 საპყრობილესთან, ქართული ოცნების ორგანიზებით, საპროტესტო აქცია გაიმართა.
დაწესებულებასთან კოალიციის ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯონდი ბაღათურია და პატიმრების ოჯახის წევრები შეიკრიბნენ. ისინი სასჯელაღასრულების სამინიტროს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხს აყენებდნენ და დამნაშავე პირების დასჯას მოითხოვდნენ.
პარალელურად, `ქართული ოცნების` წარმომადგენლებმა აქცია ფილარმონიასთანაც გამართეს. მათ მელიქიშვილის გამზირი, მოგვიანებით კი კოსტავას ქუჩაც გადაკეტეს. კოალიციის წარმომადგენლებს არასამთავრობოები და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები შეუერთდნენ. აქცია დაახლოებით 5 საათი გაგრძელდა. შეკრებილები სასჯელაღსრულების და შინაგან საქმეთა მინისტრების გადადგომას მოითხოვდნენ.
|