პროკურატურამ კიდევ ერთი პირი დააკავა
20.09.12 14:03
საპატიმროებში წამების ფაქტებთან დაკავშირებით სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი დააკავეს. არასრულწლოვანთა კოლონიის ინსპექტორი კობა ჩიკვიტია დღეს დილით აიყვანეს და სხვა დაკავებულებთან ერთად ის დღესვე წარდგა სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ განცხადება მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ გააკეთა.
მისი თქმით, ფირების დეტალური გაშიფრვისას გამოიკვეთა ორი კატეგორიის დანაშაული - ერთი არის სისტემური დანაშაული, რომელიც ხორციელდებოდა დაწესებულების თანამშრომლების მიერ. მეორე კატეგორიის დანაშაულად კი ზოდელავამ ორ-სამკაციანი ჯგუფური დანაშაული დაასახელა, რომელშიც ბედუკაძე-ფურცხვანიძე იყვნენ ჩართული. მისივე თქმით, ეს იყო ანგარებით ჩადენილი დანაშაული, რომლისთვისაც უკვე დადასტურებულია, რომ ბედუკაძემ ორი მილიონი დოლარი აიღო.
გამოძიება გრძელდება დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოსავლენად და დასაკავებლად, თუმცა უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული ვიდეომასალის მესამე პირისთვის გადაცემას უზრუნველყოფდა ამავე დაწესებულებაში მყოფი ორი პატიმარი, თამაზ თამაზაშვილი და თამაზ ელიზბარაშვილი.
|