ორგანიზაცია `დედათა კომიტეტის` დამფუძნებელი საგანგებო განცხადებას ავრცელებს. ქეთევან ადამიამ პატიმართა დედებთან ერთად დაგმო სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარება და ყველა იმ პირის დასჯა მოითხოვა, რომელთაც უშუალო ან არაპირდაპირი კავშირი ჰქონდათ გამოვლენილ ფაქტებთან. მოსახლეობას კი დედათა კომიტეტმა პოზიციის გამოხატვა არჩევნებზე სთხოვა.
`დედათა კომიტეტი გმობს იმ სადისტურ მოქმედებებს, რაც დღეს საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი. ჩვენ უკვე ორი წელია ამას ვამბობდით, მაგრამ არაადეკვატური რეაგირება იყო საზოგადოების მხრიდან. მოვუწოდებ საზოგადოებას, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და პირველ ოქტომბერს გამოვხატოთ ჩვენი პროტესტი საარჩევნო ურნასთან,`- განაცხადა ქეთევან ადამიამ.
სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელა
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია.
ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.
რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.