ჟან-კლოდ მინიონი პატიმრებზე ძალადობით შოკირებულია20.09.12 19:03პატიმრების წამების ფაქტების თაობაზე განცხადება გააკეთა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე ჟან-კლოდ მინიონმა. მომხდარს ის სისასტიკეს უწოდებს. ”შოკირებული და შეძრწუნებული ვარ მედიის მიერ გავრცელებული კადრებით, თუ როგორ აყენებენ ძალადობრივი მეთოდებით ფიზიკურ შეურაცხყოფას პატიმრებს ციხის მცველები,” - განაცხადა ჟან-კლოდ მინიონმა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარე იმედს გამოთქვამს, რომ ყველა პასუხისმგებელი პირის ვინაობა დადგინდება და ისინი კანონის შესაბამისად დაისჯებიან. "ევროსაბჭოს რეკომენდაციები უნდა იყოს სახელმძღვანელო საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს," - აცხადებს ჟან-კლოდ მინიონი. |
||||||||||
![]() |
||||||||||







