ოთხშაბათი, 19.06.13   14:05
+22.3°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ივნისი 2013

S
M
T
W
T
F
S
2 
3 
4 
5 
6 
7 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილმა სამხედრო მოსამსახურეებს ბინები გადასცა

20.09.12 20:31

პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი დღეს სამხედრო ქალაქში იმყოფებოდნენ. მიხეილ სააკაშვილმა და დიმიტრი შაშკინმა სამხედრო მოსამსახურეებს ბინები გადასცეს.

სამხედრო ქალაქში ბინის პირველი გასაღები პრეზიდენტმა ლოპოტის ხეობაში დაღუპული ექიმის ვლადიმერ ხვედელიძის ოჯახის წევრს გადასცა. ბინები გადაეცათ ასევე სერჟანტ კახაბერ მანგოშვილს და კაპრალ ბესიკ ბურდულს, ვიცე-პოლკოვნიკ ზურაბ გელაძეს და მაიორ ბექა ამბროლაძეს.

შეხვედრის შემდეგ საქართველოს პირველმა პირმა პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სისტემურ ცვლილებებზეც გაამახვილა ყურადღება.

ვიზიარებ ყველა იმ ადამიანის აღშფოთებას და ვუერთდები, ვინც არის შეძრწუნებული და გააფთრებული იმის გამო, რაც ტელევიზიით იხილა, -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ ყველაფრის წარმოდგენაც კი არ შეეძლო.

"რაც გლდანის საპყრობილეში ხდებოდა, იმ ჯგუფის მოქმედება, რომელიც ყველამ დავინახეთ, ეს არის ყველაფერი ის, რაც მეზიზღება და ყველაფერი ის, რისი წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რომ ახალ საქართველოში კიდევ შესაძლებელია და ამის ცალკეული უჯრედები კიდევ არსებობდა ჩვენს ორგანიზმში. ეს არის ის, რაც მეგონა უკვე ერთხელ და სამუდამოდ ფეხამოკვეთილი და დამარცხებული მთელ საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ის, რაც საზოგადოებამ იხილა, იყო ჩვენი ყოველდღიური რეალობა 8 წლის წინ.

"მე კარგად მახსოვს, როგორ ცვიოდა შსს-ს ფანჯრიდან ხალხი. მე ძალიან კარგად მახსოვს, ცემით რომ მოკლეს მძღოლი მხოლოდ იმის გამო, რომ პრეზიდენტის ესკორტი არ გაატარა თავისუფლების მოედანზე და რიყეზე. ყველას თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. მახსოვს გატაცებები. ციხეში ცემაზე აღარც ვლაპარაკობ. ერთადერთ ადგილს, სადაც დენი მუდმივად მიეწოდებოდა, იყო დენზე შეერთებული ადამიანები პოლიციაში. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა ეს ყველანაირი ადამიანური პრინციპების იქით მიდის და არ შეიძლება არ იყოს საზოგადოების აღშფოთების და წარმოუდგენელი გაღიზიანების საგანი; პირადად მე ასეთი გაბრაზებული და აღშფოთებული ძალიან იშვიათად ვყოფილვარ ჩემს ცხოვრებაში, ალბათ არც ვყოფილვარ", - განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, არ შეიძლება ყველაფერი არჩევნებზე გაიცვალოს.
"ეს კონკრეტული ადამიანი, ვინც ყველაზე მეტად ამას ჩადიოდა ახლა ლამის გმირად შერაცხეს. თვეების განმავლობაში იღებდა ხელფასს, ფულს იღებდა, რომ ეს გაეკეთებინა და შემდეგ გაეყიდა. მე მინდა მივმართო იმ ადამიანებს, ვინც ამას აფინანსებდა. ხომ არ შეიძლება ყველაფერი გაიცვალოს არჩევნებზე. თუ შენ იცი, რომ ეს ხდება თვეების განმავლობაში, ამაში იხდი ფულს, თან ორგანიზებული დანაშაულის ელემენტების ჩართვით, რანაირად შეიძლება წყნარად გეძინოს და პირიქით, ხელებს იქავებდე, რომ აი, არჩევნების წინ ეს იყოს კარგი დამადასტურებელი საბუთი", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, მომხდარზე სახელმწიფო პასუხისმგებლობას არ იხსნის, რადგან ეს მათ დაუშვეს.

"ჩვენ დავუშვით, რომ ყოფილი "გაიშნიკი" მუშაობდა სისტემაში, როგორც ბევრი სხვა ტიპაჟი. ძნელია ამათ ადამიანები უწოდო, რომელსაც ჰქონდა ორგანიზებულ დანაშაულთან შეკვრის ისტორია. დავუშვით, რომ ასე დაუსჯელად ემოქმედა, გაეკეთებინა, გაეყიდა ეს ინფორმაცია და შემდეგ საერთოდ გაქცეულიყო. ერთი მთავარი გაიქცა. ეს არის ხელისუფლების ძალიან დიდი მინუსი, მაგრამ არ არის საბაბი იმისათვის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დააბრუნონ იქ, საიდანაც ჩვენი ქვეყნა გამოვიყვანეთ, თუმცა კუდები, როგორც ჩანს, ჩაგვრჩენია უკან", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, მისი იუსტიციის მინისტრობისას პატიმრებს ოჯახის წევრები კვებავდნენ, ახლა ეს და კიდევ ბევრი სხვა პრობლემა მოიხსნა.
ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მან ახალი მინისტრი დანიშნა და ამ სფეროში ყველაფერს შეცვლის.

"იმ მიღწევებს, რაც არის, შევინარჩუნებთ, მიღწევები და განვითარებები მართლაც იყო. მაგრამ იმან, რაც მოხდა, პრაქტიკულად ყველაფერს გადაუსვა ხაზი ჩემს თვალშიც და საზოგადოების თვალშიც. ყველას მივმართავ, არ გამოიყენოთ ადამიანების ბედი, ვინც არ უნდა იყვნენ ეს ადამიანები სხვადასხვა პოლიტიკური თამაშისთვის", - განაცხადა მან.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნ ვიდეო-მასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატაბეთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავის 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო` ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...

ბიძინა ივანიშვილმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღო

19.06.13 13:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარეს ლეონიდ კოჟარას უმასპინძლა. More...

ოჯახი ოკუპანტების მიერ დაკავებული ყურწუას გათავისუფლებას ელოდება

19.06.13 12:53

უკვე მეხუთე დღეა ოჯახის წევრები ოკუპირებულ აფხაზეთში რუსი სამხედროების ტყვეობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებას ელოდებიან. იური ყურწუას ოჯახმა ის თანხაც გადახდა, რომელიც ოკუპანტებს ე.წ. საზღვრის დარღვევისათვის ჯარიმად აქვთ დაკისრებული. More...

ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა

19.06.13 12:32

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის წარმომადგენელთა ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა შიმშილობა შეწყვიტა. მერაბიშვილს საკანში ტელევიზორი შესაძლოა დღესვე შეუტანონ. ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია და შეთანხმებულია სასჯელაღსრულების დეპარტამენტთან. More...


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company