ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადება22.09.12 16:13ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ სადამკვირვებლო მისიამ სასაზღვრო ზოლთან საქართველოს უშიშროების ძალების პოზიციების შესაძლო ცვლილების შესახებ გავრცელებული ცნობა გადაამოწმა და ადგილი დაათვალიერა. თუმცა მსგავსი ფაქტები არ დადასტურდა. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ, შემოწმებისას ევროკავშირის დამკვირვებლებმა სასაზღვრო ზოლის მეორე მხარეს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული პერსონალის მობილიზაცია შენიშნეს. ევროკავშირის მისია ყველა მხარეს თავის შეკავებისკენ მოუწოდებს. |
||||||||||
![]() |
||||||||||







