 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
გაეროს უმაღლესი კომისრის მოწოდება
22.09.12 17:32
ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში გაეროს უმაღლესი კომისარი საქართველოს ხელისუფლებას ციხეებში პატიმრების წამების ფაქტების სამართლიანი და ეფექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.
განცხადება ამის შესახებ ნავი პილაიმ ჟენევაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. გაეროს უფლებათა დამცველის თქმით, აუცილებელია ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ დაისაჯოს.
"ვგმობთ ციხესა და სასჯელაღსრულების არასრულწლოვანთა დაწესებულებაში პატიმრების მიმართ წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს, რომლებიც საჯაროდ გამოტანილ მინიმუმ ოთხ სხვადასხვა ვიდეომასალაშია ასახული. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას უზრუნველყოს არა მხოლოდ ვიდეოებში ასახული, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველა ბრალდების სწრაფი, სამართლიანი და ეფექტური გამოძიება. დამნაშავეებმა კი, რომელთაც ეს ქმედებები ჩაიდინეს, პასუხი უნდა აგონ," - განაცხადა მან.
|
 |
 |
|
|
|
|

|