 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ომბუდსმენის აპარატი ციხეებში არსებულ მდგომარეობას აფასებს
24.09.12 10:25
სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ბოლო დღეების განმავლობაში სიმშვიდეა. სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელის განაცხადებით, ძალადობის ფაქტები აღარ გამოვლენილა, თუმცა დაადასტურა, რომ რამდენიმე მსჯავრდებული შიმშილობს.
ნათია იმნაძის ინფორმაციით, საპატიმროებში ნაწილობრივ უკვე შეცვალეს ძველი ლეიბები, რომელსაც პატიმრები ითხოვდნენ. სახალხო დამცველის აპარატი უკვე რამდენიმე დღეა, მას შემდეგ, რაც პატიმართა უფლებების დარღვევისა და შეურაცხყოფის ამსახველი კადრები გავრცელდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მონიტორინგს ატარებს. იმნაძის თქმით, პატიმართა მონახულების პროცესი ისევ გრძელდება.
|
 |
 |
|
|
|
|

|