 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
ცესკო ვიდეოგადაღებებზე გადაწყვეტილებას მიიღებს
24.09.12 10:59
შეიზღუდება თუ არა საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის დროს ფოტო და ვიდეო გადაღებები - ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს მიიღებს. დადგენილების პროექტი გუშინდელ სხდომაზე იყო ინიცირებული, თუმცა მისი განხილვა დღეისთვის გადაიდო.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილების პროექტში წერია, რომ კენჭისყრის შენობაში ყველა მსურველ პირს ეძლევა ფოტო და ვიდეოგადაღების შესაძლებლობა, თუმცა ეს პროცესი არ უნდა არღვევდეს ამომრჩევლებისა და კომისიის წევრთა უფლებებს.
ცესკოს დადგენილების პროექტს კანონსაწინააღმდეგოდ მიიჩნევენ კონსერვატორები. დოკუმენტი ახალგაზრდა იურისტებისთვისაც მიუღებელია. მათი განმარტებით, ამით ირღვევა, როგორც მედიის, ისე დამკვირვებლების უფლებები.
|
 |
 |
|
|
|
|

|