ივანიშვილი სამ ოპოზიციურ პარტიას აკრიტიკებს
24.09.12 11:21
"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა", "ახალი მემარჯვენეები" და "ლეიბორისტული პარტია", სინამდვილეში არ არის ოპოზიციური პარტიები. ისინი სააკაშვილის კუდები არიან - ასეთი შეფასებით ბიძინა ივანიშვილი ქობულეთში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე გამოვიდა.
მისი თქმით, ეს პარტიები "ნაციონალური მოძრაობაზე" უარესები არიან, ვინაიდან მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიციის სახელით მოქმედებენ.
`ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები და ლეიბორისტები არიან კიდევ უარესები, ვიდრე ნაციონალური მოძრაობა. ნაციონალური მოძრაობა სახეს აჩვენებს თავისას, ესენი კი იქ არიან და გვატყუებენ, თითქოს იქ არ არიან. ესენი კიდევ უფრო უარეს პოზიციაზე დგანან და არაფერი მოგატყუონ,`- განაცხადა ივანიშვილმა.
|