ორშაბათი, 20.05.13   12:03
+23°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

მაისი 2013

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

შსს-მ ოთხი ადამიანი დააკავა

24.09.12 12:03

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა. საგანგებო განცხადება შსს-ში რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებულები არიან: გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  პოლიციელის მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 000 აშშ დოლარი.

`აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს. იმის გამო, რომ ერთ-ერთ მოსყიდვის საქმეში ფიგურირებს პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე, შინაგან საქმეთა სამინისტრო მასთან დაკავშირებულ  მასალას შემდგომი რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას,`- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიების ინფორმაციით, პოლიციელებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობდა კოალიცია `ქართული ოცნების`ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ძმისშვილი. ვიდეომასალაში, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, ასახულია თანხის გადაცემის პროცესიც.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ეზუგბაია გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს

20.05.13 10:00

ირაკლი ეზუგბაია უახლოეს პერიოდში საქართველოში ჩამოსვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.More...video clip 

პრეზიდენტის ვიზიტი ტაილანდის სამეფოში

20.05.13 10:58

საქართველოს პრეზიდენტი ტაილანდის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში აზია-წყნარი ოკეანის სამიტს ესწრება. მასში მსოფლიოს 37 ქვეყნის მაღალი რანგის სახელმწიფო პირები, პოლიტიკოსები და ექსპერტები მონაწილეობენ.More...

არასამთავრობოები 17 მაისის დარღვევებზე პროკურატურას მიმართავენ

20.05.13 11:15

რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია და ადამიანის უფლებათა დამცველები რუსთაველის გამზირზე 17 მაისს მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით მოპოვებულ ვიდეომასალასა და მონიტორინგის შედეგებს პროკურატურას გადაუგზავნიან.More...video clip 

საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს

20.05.13 15:46

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადება

20.05.13 15:42

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს თბილისში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.More...

ვანუატუმ აფხაზეთის აღიარება გააუქმა

20.05.13 15:26

ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.More...

ბაკურციხეში სტიქიით დაზარალებულებმა აქცია გამართეს

20.05.13 15:06

ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ. More...

გიორგი შოვნაძე ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს

20.05.13 12:55

გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.More...


  სრული პროგრამა
რელიგიური უმცირესობა 17 მაისზე საუბრობს
ჩამორთმეული მანქანები
რა მოხდა კიევში
Comedy-შოუ

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company