`ქართული ოცნება` საზოგადოებას ცესკოზე ზეწოლისკენ მოუწოდებს
24.09.12 12:08
კოალიცია `ქართული ოცნების` პრესსპიკერი აცხადებს, რომ საარჩევნო ოლქებზე ვიდეო და ფოტოგადაღების აკრძალვა არჩევნების გაყალბებას შეუწყობს ხელს.
მაია ფანჯიკიძის აზრით, სწორედ ვიდეოკონტროლზეა დამოკიდებული არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარება. ამიტომ ფანჯიკიძის განცხადებით, მედიამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოზე ზეწოლა უნდა განახორციელონ. `ჩვენ წარმოვადგინეთ დადგენილების პროექტი, რომელშიც ასახულია, თუ როგორ შეიძლება განხორციელდეს მე-8 მუხლის 25-ე პუნქტი ისე, რომ ხელი არ შეეშალოს ხმის მიცემის პროცედურას საარჩევნო უბნებზე. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ არასამთავრობოებისა და მედიის ზეწოლის შედეგად, ცესკო და მისი წევრები გამოიჩენენ კეთილგონიერებას და არ დაუშვებენ იმას, რომ არ იყოს გამჭვირვალე ხმის მიცემის პროცედურა 1 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე,`- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
|