საქართველოს დელეგაცია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე
24.09.12 12:51
დღეს ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეა იხსნება. ნიუ-იორკში იმყოფება საქართველოს დელეგაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით.
ამ საკითხზე ბრიფინგი დღეს მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ გამართა. მისი თქმით, გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ვაშაძე თავის უცხოელ კოლეგებთან 40-მდე ორმხრივ შეხვედრას გამართავს, ასევე გაიმართება სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს რიგით მეთვრამეტე სხდომა.
აღსანიშნავია, რომ წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, წელს სუამ-აშშ-ის სხდომა გაიმართება.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას, ის გაეროს გენერალურ ასამბლეას სიტყვით, სავარაუდოდ, ხვალ მიმართავს.
|