ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა თბილისში დასკვნითი ყრილობა გამართეს. მხარდამჭერებს მოძრაობის ლიდერი გიორგი თარგამაძე და მისმა თანაგუნდელები სპორტის სასახლეში შეხვდნენ და საარჩევნო პროგრამა კიდევ ერთხელ გააცნეს.
ლიდერებმა დეტალურად ისაუბრეს იმ სოციალურ და ეკონომიკურ პროექტებზე, რომელსაც პარტია არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში გაატარებს. ფორუმზე ყურადღება გამახვილა გლდანის ციხეში მომხდარ სკანდალზეც და მასთან დაკავშირებულ პროცესებზეც. ფორუმი ინგა გრიგოლიამ გახსნა.
სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის სამალავის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოზარ სუბარის განცხადებით ინფორმაციით სამალავში აღმოჩენილ ვიდეოკასეტებზე პატიმრების და არა მხოლოდ პატიმრების გაუპატიურებაა აღბეჭდილი.
უახლოეს მომავალში რუსეთი საქართველოსთან საჰაერო მომოსვლასთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. საუბარია რეგულარული ავიარეისების აღდგენაზე. განცხადება ამ თემაზე გუშინ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაკეთდა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბრიუსელში ოფილიალურ ვიზიტს განაგრძობს. დღეს დავით უსუფაშვილი, ქართულ დელეგაციასთან ერთად ევროპარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს წევრი დააკავეს.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ქვეყანაში ეკონომიკური მაჩვენებლების ვარდნის შესახებ საუბრობენ. სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებზე დაყრდნობით, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბოლო რადენიმე თვის განმავლობაში ექსპორტი და იმპორტი მკვეთრად არის შემცირებული.