ციხეებიდან საპატრული პოლიცია გავიდა
25.09.12 11:15
ამ დროისთვის ციხეები პოლიციამ უკვე სრულად დატოვა და ადგილზე ვითარებას სასჯელაღსრულების უწყება აკონტროლებს. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრის თქმით, შეცვლილია საქართველოს ყველა ციხის დირექტორი - გამონაკლისი მხოლოდ ქალთა კოლონიის ხელმძღვანელია.
გიორგი ტუღუში ამბობს, რომ ქვეყანაში არსებულ სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ვითარება ნორმალურია და კონტროლს ექვემდებარება.
ანალოგიური განცხადება გაავრცელა სახალხო დამცველის აპარატმაც. ტატა ხუნწარიას თქმით, ბოლო ხუთი დღის განმავლობაში საპატიმროებში რაიმე სახის ზეწოლა არ გამოვლენილა. განსაკუთრებული მონიტორინგი ჩატარდა გლდანისა და რუსთავის ციხეებში. ციხეების გარდა, შემოწმდა შსს დროებითი დაკავების იზოლატორებიც.
|