ივანიშვილი თავის ძმისშვილზე კომენტარს აკეთებს
25.09.12 12:13
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ვიდეომასალაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა. ბიძინა ივანიშვილმა ტელეკომპანია `კავკასიის` ეთერში უარყო, რომ ფარულ ვიდეომასალაში ასახული პირები მისი დავალებით მოქმედებდნენ. ის აცხადებს, რომ თავისი ძმისშვილისთვის არავითარი დავალება არ მიუცია. ემზარ ივანაშვილი ფარულ ვიდეომასალაშია გადაღებული. კოალიციის ლიდერმა მას არასერიოზული უწოდა.
`რაც შეეხება მათ კომპრომატებს, რა თქმა უნდა, სერიოზულად ვერ მივიღებ. იქ ჩემი ძმისშვილიც ჩაურთავთ, ძალიან კარგი ბიჭია, სხვათა შორის, მაგრამ იმდენად არასერიოზულია თვითონ, რომ ვერც ერთი სამსახური ვერ მივეცი და ვერ ვანდე, ახლა თურმე პოლიციის მოსყიდვა დავავალე. ძალიან კი მიყვარს ჩემი ძმისშვილია, მაგრამ არასერიოზულია და ბოლო სამსახურიდანაც რამდენიმე თვის წინ გამოვუშვი, იმიტომ, რომ ძალიან ბევრს ცრუობს,`- განაცხადა ივანიშვილმა.
|