საქართველოს პრემიერ-მინისტრი გურჯაანის ღვინის ქარხანაში იმყოფებოდა. ვანო მერაბიშვილმა რთველზე ყურძნის ჩაბარების პროცესის მიმდინარეობა შეამოწმა. პარალელურად, პრემიერ-მინისტრი ქარხანაში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებს გაეცნო.
წელს გურჯაანის ღვინის ქარხანამ უკვე 3000 ტონა ყურძენი გადაამუშავა და ყურძნის მიღებას კვლავ აგრძელებს, მისი დღიური წარმადობა 100-150 ტონაა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაზიანებულ ყურძენს ღვინის ქარხნები 35 თეთრად, ხოლო შავ ყურძენს 1 ლარად იბარებენ. სულ მთელ კახეთის რეგიონში 55 ყურძნის ჩამბარებელი პუნქტი არის გახსნილი.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.
ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.
მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.
ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.
ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა.