ხუთშაბათი, 20.06.13   08:59
+21.6°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეას მიმართა

26.09.12 10:00

დემოკრატია, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, თავისუფალი საზოგადოება, ღია, გამჭვირვალე და სამართლიანი არჩევნები - ეს ის მთავარი ფასეულობებია, რომლებზეც  საქართველოს პრეზიდენტმა  გაეროს 67-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, სწორედ ამ ფუნდამენტურ ფასეულობებზე დგას ქართული სახელმწიფოებრიობა.

მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას კიდევ ერთხელ მოუწოდა დროული რეაგირება მოახდინოს იმ გარე საფრთხეზე, რომელიც საქართველოს ჩრდილოელი მეზობლისგან ემუქრება და ყურადღება საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე სამხედრო წვრთნაზე გაამახვილა.

პრეზიდენტმა გაეროს ტრიბუნიდან კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მომხდარი ძალადობის ფაქტები და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიული ქვეყნის შესაბამისი რეაგირება მოახდინა. მან ვრცლად ისაუბრა იმ ცვლილებებზე, რომლებიც პენიტენციურ სისტემაში განხორციელდა და აღნიშნა, რომ უკვე დაიწყო კიდეც ამ უწყების ძირეული რეფორმირება.

ქვეყნის ლიდერი საარჩევნო პროცესსაც შეეხო. მისი თქმით, საქართველოში მეტად კონკურენტული  საარჩევნო გარემოა შექმნილი. განსაკუთრებული ყურადღება მან საერთაშორისო დამკვირვებელთა მონაწილეობის მნიშვნელობასაც დაუთმო.

ქვეყნის პირველმა პირმა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზეც ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მათ, ვისაც საქართველოში ამ დინამიკის შეცვლა სურს, უნდა იცოდნენ, რომ კანონის უზენაესობას, გამჭვირვალობასა და დემოკრატიულობას ალტერნატივა არ აქვს. მისი თქმით, ეს არა მარტო ქვეყნის ხელისუფლების აზრია, არამედ ქართველი ხალხისაც, რასაც საზოგადოება არჩევნებზე დაადასტურებს კიდეც და ამ მხრივ, საქართველო კვლავაც გააგრძელებს განვითარებას.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ანსამბლეის რიგით 67-ე სესია გუშინ ოფიციალურად გაიხსნა. სესიას ორგანიზაციის წევრი 116 ქვეყნის სახელმწიფოს პირველი პირები და საგარეო უწყების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სხდომის დღის წესრიგში 150-ზე მეტი თემაა, რომელთა შორის განსაკუთრებული ყურადღება კონფლიქტებს, ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას, ბირთვულ საფრთხესა და მის თავიდან აცილებას დაეთმო. მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებათა დაცვასა და საერთაშორისო სამართლის განვითარებას ეთმობა.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

შსს-მ ცხრა ადამიანი დააკავა

19.06.13 13:49

სამეგრელოში შსს-ს მიერ აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეომასალების გამოძიების შედეგად სამინისტრომ ცხრა ადამიანი დააკავა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა დიპლომატებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.More...video clip 

ბედუკაძე ხიდაშელს სპეციალური განცხადებით პასუხობს

19.06.13 11:43

ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე თინა ხიდაშელს დაუპირისპირდა. ბედუკაძემ თინა ხიდაშელის მიერ გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გამოთქმული მოსაზრების საპასუხოდ საგანგებო განცხადება გაავრცელაMore...video clip 

`საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო`ბედუკაძის შესახებ

19.06.13 11:54

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვლადიმერ ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავისუფლებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. `ბედუკაძე პასუხისმგებლობისგან სრულად არ უნდა გათავისუფლებულიყო,`- მიიჩნევს ორგანიზაცია. More...video clip 

იუნესკო: ბაგრატი კულტურული მემკვიდრეობის სიაში რჩება

19.06.13 19:54

იუნესკო ადასტურებს, რომ ბაგრატის ტაძარი კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღებული არ არის და ის იმ ძეგლთა სიაში რჩება, რომელთაც საფრთხე ემუქრებათ. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

შეხვედრა დიპლომატებთან

19.06.13 18:20

სამალავებში აღმოჩენილ ფირებს დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნობს. More...video clip 

ქუთაისში ოთხი პირი დააკავეს

19.06.13 15:01

ქუთაისში სამტრედიის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა ოთხი პირი დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული პირები ნარკორეალიზატორები არიან.More...video clip 

ირაკლი ღარიბაშვილი ანჯეი ტიშკევიჩს შეხვდა

19.06.13 13:34

შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ანჟეი ტიშკევიჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. More...

რამზან კადიევის განცხადება

19.06.13 13:20

რამდენიმე დღის წინ ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით თბილისში დაკავებულ დაღესტნელს მიკაელ კადიევს იზოლატორში გარიგება შესთავაზეს. ამის შესახებ გაზეთ "ყველა სიახლეს" დაკავებულის ძმამ რამაზ კადიევმა განუცხადა.More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია
კურიერი: პირველი ოპერა
კურიერი: შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი
P.S.: იდეალისტის 10 წელი

 
 

© 1994-2013 Rustavi 2 Broadcasting Company