შაბათი, 25.05.13   14:21
+24.4°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

გოგა ხაინდრავა სამართალდამცველებმა დაკითხეს

26.09.12 10:48

გოგა ხაინდრავა სამართალდამცველებმა გუშინ დაკითხეს. იგი პოლიციას ჩვენებას ფრანგული ჟანდარმერიის მიერ ქართული მხარისათვის გადმოცემულ მასალათან დაკავშირებით აძლევდა, სადაც მისი და ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრის ფოტო და ვიდეოკადრებია აღბეჭდილი.

`დაინტერესდნენ, ვიყავი თუ არა საფრანგეთში, ვადასტურებ თუ არა ლორთქიფანიძესთან ნაცნობობას და მეგობრობას და ამაზე გავეცი პასუხი,`- განაცხადა ხაინდრავამ.

სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გოგა ხაინდრავა დაიკითხა, ორი მუხლითაა აღძრული. 223-ე მუხლი ქურდული სამყაროს წევრობას ითვალისწინებს, 194-ე მუხლი კი ფულის გათეთრებას. გოგა ხაინდრავა ხვალ კიდევ ერთხელ მისცემს ჩვენებას. თავად ხაინდრავა საფრანგეთის ხელისუფლებისაგან განმარტებას მოითხოვს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმე ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე აღიძრა და გამოძიების ფარგლებში გოგა ხაინდრავა 27 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაიკითხება.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

დედაენის ბაღში ორი აქცია გაიმართა

24.05.13 21:12

მშვიდობიან მანიფესტაციაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა 17 მაისს მომხდარ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დროული რეაგირება და დამნაშავეთა დასჯა იყო. More...video clip 

ადვოკატები ქუთაისის სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ

24.05.13 10:26

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშილის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოში დღეს სამი საათისთვის აპირებენ სარჩელის შეტანას. დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ითხოვს.More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავების შესახებ

24.05.13 14:54

ყოფილი პრემიერისა და კახეთის გუბერნატორის დაკავება გახდა საუბრის ერთ-ერთი თემა ბიძინა ივანიშვილსა და ელჩებს შორის დღეს გამართულ შეხვედრაზეც.More...video clip 

პრემიერმა პრეზიდენტს მინისტრის ახალი კანდიდატურა შესთავაზა

24.05.13 15:17

სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტს შალვა ფიფიას კანდიდატურას სთავაზობს, რომელიც დავით კირვალიძის პოსტიდან გადადგომის შემდეგ მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არჩილ კბილაშვილი პრეზიდენტის დაკითხვას არ გამორიცხავს

24.05.13 15:12

პრემიერ-მინისტრის მსგავსად, პრეზიდენტის შესაძლო დაკითხვაზე საუბრობს არჩილ კბილაშვილიც. რუსული გაზეთის "მოსკოვსკი კომსომოლეცისთვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოს მთავარი პროკურორი აცხადებს, რომ...More...video clip 

კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმის გამოძიება დასრულებულია

24.05.13 15:06

ვიცე-პრემიერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ გირგვლიანის საქმე ბოლომდეა გამოძიებული და უახლოეს მომავალში ვანო მერაბიშვილს ბრალი დაუმძიმდება. კალაძე მიიჩნევს, რომ ამ საქმის გამოძიება მთავრობის ვალდებულება იყო.More...video clip 

გერმანიაში მცხოვრებმა ქართველებმა 17 მაისს მომხდარი ძალადობა დაგმეს

24.05.13 11:58

ძალადობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა ბერლინში, საქართველოს საელჩოს წინ, სადაც გერმანიაში მცხოვრები ქართველები და ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების წევრები შეიკრიბნენ.More...video clip 

ჯონ კერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

24.05.13 11:49

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. გავრცელებულ განცხადებაში ჯონ კერი ყურადღებას ამახვილებს ორი ქვეყნის პარტნიორობაზე, რაც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ემყარება. More...video clip 


  სრული პროგრამა
`პროფილი`: ზურგი - შენ რა სექსი ხარ
`შინი``ნანუკას შოუში`
ლევან აბაშიძე - 50
ოლესია თავაძის სამყარო

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company