|
|
|
|
|
|
|
|
|
|
5
|
|
|
|
|
|
|
|
12
|
|
|
|
|
|
|
|
19
|
|
|
|
|
|
25
|
|
26
|
27
|
28
|
29
|
30
|
31
|
|
|





|
 თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:

|
|
გოგა ხაინდრავა სამართალდამცველებმა დაკითხეს
26.09.12 10:48
გოგა ხაინდრავა სამართალდამცველებმა გუშინ დაკითხეს. იგი პოლიციას ჩვენებას ფრანგული ჟანდარმერიის მიერ ქართული მხარისათვის გადმოცემულ მასალათან დაკავშირებით აძლევდა, სადაც მისი და ე.წ. კანონიერი ქურდის, რევაზ ლორთქიფანიძის შეხვედრის ფოტო და ვიდეოკადრებია აღბეჭდილი.
`დაინტერესდნენ, ვიყავი თუ არა საფრანგეთში, ვადასტურებ თუ არა ლორთქიფანიძესთან ნაცნობობას და მეგობრობას და ამაზე გავეცი პასუხი,`- განაცხადა ხაინდრავამ.
სისხლის სამართლის საქმე, რომლის ფარგლებშიც გოგა ხაინდრავა დაიკითხა, ორი მუხლითაა აღძრული. 223-ე მუხლი ქურდული სამყაროს წევრობას ითვალისწინებს, 194-ე მუხლი კი ფულის გათეთრებას. გოგა ხაინდრავა ხვალ კიდევ ერთხელ მისცემს ჩვენებას. თავად ხაინდრავა საფრანგეთის ხელისუფლებისაგან განმარტებას მოითხოვს გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გვიან ღამით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სისხლის სამართლის საქმე ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული მასალების საფუძველზე აღიძრა და გამოძიების ფარგლებში გოგა ხაინდრავა 27 სექტემბერს კიდევ ერთხელ დაიკითხება.
|
 |
 |
|
|


|
|
|

|