სამშაბათი, 21.05.13   23:01
+13.2°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

შსს მორიგ აუდიომასალას ავრცელებს

26.09.12 12:10

ოპოზიციის ლიდერების ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო მასალები გადასცეს. მასალებში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის კახი კალაძის და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერები. ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების სატელეფონო ჩანაწერებიც, რომლებიც საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს ამომრჩეველთა გადაბირებას ავალებენ.

`ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან,`- განაცხადეს ბრიფინგზე.

სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მასალა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა და ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი `კანონიერი ქურდის`ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ვალერი ხაბურძანია საქართველოს უშიშროების მინისტრი ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, ხაბურძანიას თანამდებობაზე დატოვება მას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მათი პირველი შეხვედრის დროს სთხოვა. ხაბურძანიას მინისტრობის პერიოდში ჩატარდა პანკისის ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში. მისი მოადგილეები იმ პერიოდში ლაშა ნაცვლიშვილი და ირაკლი ალასანია იყვნენ. ორივე მათგანი დღეს ქართული ოცნების აქტიური წევრია.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს

21.05.13 16:37

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დააკავა. More...video clip 

პრემიერ-მინისტრი მერაბიშვილის დაკავებას ეხმაურება

21.05.13 17:33

ნაციონალური მოძრაობის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთში პრეზიდენტის რწმუნებულის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.More...video clip 

სახელმწიფო დეპარტამენტი 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 10:58

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დღეს განცხადება გააკეთა 17 მაისს თბილისში აქციაზე თავდასხმასთან დაკავშირებით. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა პატრიკ ვენტრელმა განაცხადა, რომ...More...video clip 

ჩიორა თაქთაქიშვილის პროტესტი

21.05.13 17:54

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას პროტესტი მოჰყვა ნაციონალური მოძრაობის წევრების მხრიდან. ჩიორა თაქთაქიშვილმა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

არასაპარლამენტო ოპოზიცია 17 მაისის ინციდენტის შესახებ

21.05.13 15:10

არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ლიდერები 17 მაისს თბილისში განვითარებული მოვლენების გამოძიებას მოითხოვენ. მათი აზრით, სამართალდამცველებმა, პირველ რიგში, აქციის ორგანიზატორები უნდა დააპატიმრონ და არა რიგითი მოქალაქეები.More...video clip 

მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დაკითხვაზე იმყოფებიან

21.05.13 15:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამხარეო პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებიან. More...video clip 

ჩოჩელი ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს

21.05.13 14:44

მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი პრემიერ-მინისტრის მრჩეველს გია ხუხაშვილს ცილისწამებაში ადანაშაულებს. More...video clip 

ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტთა კლუბში

21.05.13 14:31

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტთა კლუბში შეხვედრას მართავს. პრემიერ-მინისტრი ანალიტიკოსებს ხვდება და სავარაუდოდ, მათთან ერთად პოლიტიკურ და ეკონომიკურ პროცესებს განიხილავს. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company