ხუთშაბათი, 23.05.13   04:36
+18.8°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

შსს მორიგ აუდიომასალას ავრცელებს

26.09.12 12:10

ოპოზიციის ლიდერების ქურდულ სამყაროსთან კავშირის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა. რამდენიმე წუთის წინ სამართალდამცველებმა მედიის წარმომადგენლებს საგამოძიებო მასალები გადასცეს. მასალებში რამდენიმე ეპიზოდია, მათ შორის კახი კალაძის და გუბაზ სანიკიძის საუბრის ჩანაწერები. ვრცელდება საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდების სატელეფონო ჩანაწერებიც, რომლებიც საქართველოში მყოფ თანამოაზრეებს ამომრჩეველთა გადაბირებას ავალებენ.

`ჩვენ წარმოგიდგენთ შსს-ს ღონისძიებების შედეგად მოპოვებულ აუდიოჩანაწერებს, სადაც ვლინდება კალაძის ახლო კავშირები უცხოეთში მყოფ 8 ქართველ კანონიერ ქურდთან,`- განაცხადეს ბრიფინგზე.

სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი მასალა "ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატ გუბაზ სანიკიძისა და ედუარდ შევარდნაძის დროის უშიშროების მინისტრის ვალერი ხაბურძანიას გარიგების დეტალებს ეხება.

კერძოდ, შსს-ს ცნობით, სანიკიძე ხაბურძანიას ერთ-ერთი `კანონიერი ქურდის`ციხიდან გამოშვებას სთხოვს და სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას სთავაზობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს საგანგებო განცხადებაც გაავრცელა.

ვალერი ხაბურძანია საქართველოს უშიშროების მინისტრი ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში გახდა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ის მიხეილ სააკაშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა აღნიშნა, ხაბურძანიას თანამდებობაზე დატოვება მას პირადად ვლადიმერ პუტინმა მოსკოვში მათი პირველი შეხვედრის დროს სთხოვა. ხაბურძანიას მინისტრობის პერიოდში ჩატარდა პანკისის ანტიტერორისტული სპეცოპერაცია პანკისის ხეობაში. მისი მოადგილეები იმ პერიოდში ლაშა ნაცვლიშვილი და ირაკლი ალასანია იყვნენ. ორივე მათგანი დღეს ქართული ოცნების აქტიური წევრია.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

სამაუწყებლო კომპანია `რუსთავი 2-ის` განცხადება

22.05.13 17:53

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-მა" მიიღო გადაწყვეტილება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის აღკვეთის ღონისძიების განმხილველი სასამართლო სხდომის ტრანსლაციის თაობაზე.More...video clip 

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...video clip 

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

22.05.13 14:51

მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.More...video clip 

ქუთაისში ორი აქცია მიმდინარეობს

22.05.13 15:12

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.More...video clip 

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი

22.05.13 14:24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. More...video clip 

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადება

22.05.13 13:49

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.More...video clip 

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...video clip 

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...video clip 


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company