ოთხშაბათი, 22.05.13   17:44
+25.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

სექტემბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

`ქართულმა ოცნებამ` დასკვნითი აქცია გამართა

29.09.12 20:57

"ქართული ოცნების" აქცია თავისუფლების მოედნაზე, მუსიკალური შესავლით დაიწყო. სცენა კოალიციის ლიდერის გამოსვლამდე, "ქართული ოცნებისადმი" მიძღვნილი ჰიმნის ავტორმა ჯემალ სეფიაშვილმა და სიმღერის შემსრულებლებმა დაიკავეს.

"ქართულ ოცნებას" სიმღერა სახელწოდებით, " ჩვენ დავბრუნდებით" - არაერთი პოლიტიკური ჰიმნის ავტორმა, ჯემალ სეფიაშვილმა, დაუწერა. კომპოზიტორმა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის მოქალაქეთა კავშირის საარჩევნო კლიპის - "გიხაროდენ" და სხვა ანალოგიური შინაარსის სიმღერების ავტორიცაა, ამჯერად მუსიკალური ნაწარმოები ბიძინა ივანიშვილს და მის კოალიციას მიუძღვნა. კლიპი რამდენიმე კვირის წინ ინტერნეტით გავრცელდა, თუმცა საჯარო პრემიერა სწორედ დღეს "ქართული ოცნების" აქციაზე შედგა.

პოლიტიკური კლიპი ერთადერთმა პოლიტიკურმა გამოსვლამ ჩაანაცვლა. სცენაზე ბიძინა ივანიშვილი, თბილისის მაჟორიტარებთან ერთად, ავიდა, თუმცა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ მხარდამჭერებს მხოლოდ კოალიციის ლიდერმა მიმართა.

დაახლოებით 40-წუთიან გამოსვლაში, ბიძინა ივანიშვილმა მხარდამჭერებს კოალიციის გეგმები კიდევ ერთხელ გააცნო. მიმართვა მცირე ხნით ტექნიკური ხარვეზის გამო შეწყდა, როცა ბიძინა ივანიშვილს სუფლიორი გაეთიშა.

ტექნიკური პრობლემა მალე გამოსწორდა და ბიძინა ივანიშვილმა ბოლო საარჩევნო გამოსვლა გეგმის მიხედვით განაგრძო.

ოჯახის წევრებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილს არ დავიწყებია კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც კოალიციის ლიდერმა მადლობა გადაუხადა. მისი ვინაობა ივანიშვილს არ დაუკონკრეტებია, თუმცა დააკონკრეტა საქმე, რისთვისაც უცნობმა ადრსატმა ქართული ოცნების ლიდერის განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა.

"ქართული ოცნების" აქციამ დაპირებული სიურპრიზების გარეშე ჩაიარა, შეკრაბზე არც დაანონსებული სკანდალური კადრები უჩვენებიათ, არც მოულოდნელი გმირი გამოჩენილა, რომლის შესახებც ქალაქში მთელი კვირის განმავლობაში ხმები ვრცელდებოდა და არც დაანოსებული მილიონიანი მარში შედგა, თუმცა მხარდამჭრები ლიდერებთან ერთად თავისუფლების მოედანზე თბილისის სხვადასხვა უბნიდან მასშტაბური მსველელობებით მივიდნენ.

აქცია თავისუფლების მოედნზე, ტრადიციულად, ბერა ივანიშვილის კონცერტით დასრულდა. "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფინალურ შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი მხარდაჭერებს 1 ოქტომბრამდე დაემშვიდობა.

პარალელურად, ”ქართული ოცნების” აქცია ქუთაისშიც მიმდინარეობდა. ამომრჩევლებსა და მხარდამჭერებს ”ქართული ოცნების” სხვა ლიდერებმა მიმართეს. პირველი ტრიბუნაზე გუბაზ სანიკიძე ავიდა. შემდეგ კი კახი კალაძე, ირაკლი ალასანია და რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასავლეთ საქართველოდან. შეხვედრის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მონიტორებზე თვალყური ედევნებინათ თბილისის მანიფესტაციისათვის.

აქციის მსვლელობისას ქუთაისში ინციდენტიც მოხდა. კოალიცია ”ქართული ოცნების” ერთ-ერთ ლიდერს, ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატს გუბაზ სანიკიძეს აქციაზე სიტყვით გამოსვლის წინ რამდენიმე მოქალაქემ ფურცლებზე დაბეჭდილი დოლარები შეაყარა. გუბაზ სანიკიძეს მომხდარზე რეაგირება და შეფასება არ გაუკეთებია. მან სიტყვით გამოსვლა განაგრძო.

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

ჭიაბერაშვილს და მერაბიშვილს ბრალი წაუყენეს

22.05.13 10:00

ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი ქუთაისის წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩებიან. მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე ქუთაისის სასამართლო დღეს იმსჯელებს.More...video clip 

პრეზიდენტი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას ეხმაურება

22.05.13 14:51

მთვრობის ყოფილი წევრების დაკავებაზე და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს პრეზიდენტი სააკაშვილი. განცხადება ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა.More...

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა

22.05.13 10:57

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სახლებში დაკავების შემდეგ ჩხრეკა ჩატარდა. 54,000 ევრო, 33,000 დოლარი და 29,000 ლარი ამოიღეს სამართალდამცველებმა ვანო მერაბიშვილის სახლიდან.More...video clip 

ქუთაისში ორი აქცია მიმდინარეობს

22.05.13 15:12

ქუთაისში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის მხარდამჭერთა აქცია მიმდინარეობს. პარალელურად, საქალაქო სასამართლოსთან შეკრებილი პირები სამართლიანობის აღდგენას და დაკავებულთათვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვენ.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის კომენტარი

22.05.13 14:24

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს. More...

კონსტანტინე კუბლაშვილის განცხადება

22.05.13 13:49

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ყველას აფრთხილებს, არ ჩაერიონ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესებში. კონსტანტინე კუბლაშვილი აცხადებს, რომ მსგავს მცდელობაზე პირადად მას უმკაცრესი რეაქცია ექნება.More...video clip 

სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს

22.05.13 11:54

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს მიმართავს და გამოძიების გაგრძელებას მოითხოვს. More...

პუტინი თიბილოვს სოჭის რეზიდენციაში შეხვდა

22.05.13 11:35

ვლადიმერ პუტინი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მარიონეტული რეჟიმის ლიდერს შეხვდა. რუსეთის პრეზიდენტის და ლეონიდ თიბილოვის შეხვედრა სოჭის რეზიდენციაში გაიმართა. More...


  სრული პროგრამა
პოზიცია - ხმაურიანი დაკავება
ოლესია თავაძის სამყარო
ფოტოსესია პუანტებში
ჩამორთმეული მანქანები

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company