დომუხოვსკი `ქართულ ოცნებას` რუსულ პროექტს უწოდებს
29.09.12 17:59
`ქართული ოცნება` რუსული პროექტია - ასე ფიქრობს საქართველოს უზენაესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი ვიქტორ დომუხოვსკი, რომელიც შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ევროსტრუქტურების დახმარებით გათავისუფლდა პატიმრობიდან და ამჟამად პოლონეთში მოღვაწეობს.
დომუხოვსკი ქართულ მედიასთან საუბრისას საქართველოში განვითარებული მოვლენების შეფასებისას აცხადებს, რომ `ქართული ოცნება`პუტინის დავალებას ვერ შეასრულებს, ამიტომ გეგმა B-ს აამუშავებს, რომელიც ქვეყანაში არეულობის გამოწვევას 2 ოქტომბერს გულისხმობს.
ნაციონალურ მოძრაობას მხარდაჭერას მსოფლიოში არსებული სხვა ქართული სათვისტომოების უმრავლესობაც უცხადებს. შესაბამისი განცხადებები დღეს ფინეთში ქართული სატვისტომოს წარმომადგენელმა რენო სირაძემ და საფრანგეთში ქართველ ემიგრანტთა ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მედეა თუშმალიშვილმა გააკეთეს.
|