ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს. რუსული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ქართველმა სამართალდამცველმა გამთენიისას სოფელ ყარზმანში ცეცხლი გაუხსნა საგუშაგოს, რის შემდეგაც ის დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.
`შიდა ქართლის სამხარეო განსაკუთრებულ დავალებათა სამმართველოს თანამშრომელი მოგელი ტოლიაშვილი ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზის გამო მოხვდა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. მოგელი ტოლიაშვილი რუსეთის საოკუპაციო ჯარების სამხედროებმა სოფელ პერევის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.`
ვანუატუმ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება გააუქმა - ამის შესახებ ვანუატუს პრემიერ-მინისტრმა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.
ბაკურციხეში საპროტესტო აქციაზე გამოსული ადამიანები პოლიციამ მაგისტრალიდან იძულებით გაიყვანა. გურჯაანის რაიონის ხუთი სოფლის მოსახლეობა იმ ზარალის ანაზღაურებას ითხოვს, რომელიც მათ ერთი კვირის წინ სტიქიის შედეგად მიადგათ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კი აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია 17 მაისის მოვლენების გამო ნიდერლანდის სამეფოში საქართველოს ელჩის დაბარებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეხმაურება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებებს პრეზიდენტისა და საგარეო უწყების ვიზიტების არაკოორდინირებული მუშაობის შესახებ.
დილიდან გაფიცულია ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ასობით თანამშრომელი - ისინი ხელფასების 50%-ით გაზრდას მოითხოვენ. მათი სურვილია, რომ ასევე 20%-ით გაიზარდოს ღამის სამუშაო საათების ანაზღაურება.
გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელი გიორგი შოვნაძე მისი გათავისუფლების მიზეზებს აბსურდულს უწოდებს. გარემოს დაცვის მინისტრი კი განმარტავს, რომ გიორგი შოვნაძე შიდა აუდიტის მიერ გამოვლენილი დარღვევების გამო იქნა თანამდებობიდან გათავისუფლებული.