ეგზიტ-პოლის შედეგები 20 საათისთვის
01.10.12 22:13
ეგზიტპოლების წინასწარი შედეგები, რომელსაც სპეციალურად რუსთავი2-სთვის კომპანია `ედისონ რისერჩი` ატარებდა, 20:00 საათის მონაცემები ასეთია:
`ქართული ოცნება` – 50%
`ერთიანი ნაციონალური მოძრაობა` – 41%
`ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა` – 5 %
ლეიბორისტული პარტია – 1%
სხვა პარტიები - 3%
`ედისონ რისერჩის` ინფორმაციით, გამოკითხულთა 35%-მა უარი თქვა გაემჟღავნებინა ვის მისცა საპარლამენტო არჩევნებზე.
`ედისონ რისერჩი` ახალ მონაცემებს 9-დან 10 საათამდე გამოაქვეყნებს.
|