ინციდენტი ხაშურში
02.10.12 11:41
ხმაური იყო გვიან საღამოს ხაშურის N3 საარჩევნო უბანზე. კოალიცია `ქართული ოცნების` კოორდინატორის განცხადებით, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც შემაჯამებელ ოქმს კომისიის წევრთა ნაწილმა ხელი არ მოაწერა. ოქმის მიხედვით, კი უბანზე `ქართული ოცნების` კანდიდატი იმარჯვებდა.
მოგვიანებით უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე `ქართული ოცნების` მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ცოტა ხანში კი, თვითმხილველთა განცხადებით, სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელიც შეკრებილების დაშლას შეეცადა, რასაც პროტესტი მოჰყვა. მათ ქალაქში მსვლელობაც მოაწყვეს და პოლიციის მანქანას გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.
არჩევნები ჩაიშალა ხაშურის ოლქის ტაშისკარის N32 საარჩევნო უბანზე. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, ამის მიზეზი, ერთ-ერთი ვერსიით, უბანზე მოხდარი ჩხუბი გახდა.
|