საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასება
02.10.12 12:38
უცხოელმა დამკვირვებლებმა საპარლამენტო არჩევნები შეაფასეს. აღმოსავლეთ ევროპული კვლევების ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნების პროცესი, მიუხედავად დაძაბული ვითარებისა, მაღალპროფესიულად ჩატარდა, რაც ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგია. დამკვირვებლების შეფასება მედიას ცენტრის წარმომადგენელმა, ლიტვის პარლამენტის წევრმა მარტას ადომენასმა გააცნო.
`მონიტორინგის საერთო შეფასებით მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ 1 ოქტომბრის არჩევნები საქართველოში მთლიანად შეესაბამებოდა დემოკრატიული არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებს. უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნები ჩატარდა მშვიდ ვითარებაში და იყო ძალიან მაღალპროფესიონალურად ორგანიზებული, რაც მიუთითებს მნიშვნელოვან დემოკრატიულ განვითარებაზე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო. ვულოცავ საქართველოს მთავრობას არჩევნების ჩატარებას, რომელიც მიუედავად რთული და დაძაბული სიტუაციისა, ძალიან პროფესიონალურად ჩატარდა,`- განაცხადა მარტას ადომენასმა.
|