საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება
05.10.12 20:48
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხელისუფლების შეცვლა ქვეყნის საბანკო სისტემაზე არავითარ უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
გიორგი ქადაგიძის განმარტებით, ფინანსური სიტუაცია სტაბილურია და საქართველოს საკმარისი რეზერვები აქვს ვითარების გასაკონტროლებლად.
"საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო, არის და იქნება ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი. დღეს ინფლაცია არის კონტროლირებადი, გაცვლითი კურსი არის სტაბილური. ჩვენი საბანკო სისტემა არის ძალიან ჯანსაღი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს სამ მილიარდ დოლარამდე, ისტორიულად მაქსიმალური რეზერვები, რომლებიც წარმოადგენს საკმარის ბალიშს ნებისმიერი შესაძლო შოკის აღმოსაფხვრელად. ვფიქრობ, ამ საკითხთან დაკავშირებით, კითხვები არ არსებობს და ვერც შეიძლება იარსებოს," - განაცხადა მან.
|