`ქართული ოცნების` ლიდერთან კონსულტაციები გრძელდება
06.10.12 20:02
კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერის რეზიდენციაში კონსულტაციები გაიმართა. დილიდან ბიძინა ივანიშვილთან ექსპერტები - რამაზ საყვარელიძე და გიორგი მარგველაშვილი, ასევე გია ხუხაშვილიიმყოფებოდნენ.
მათ შემდეგ კი ბიზნესცენტრში ივანიშვილთან ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი და სოზარ სუბარი მივიდნენ.
ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადების თანახმად, მინისტრთა ახალი კაბინეტის შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი. მანამდე კი კოალიციის ლიდერი თანაგუნდელებთან და ექსპერტებთან აქტიურ კონსულტაციებს განაგრძობს.
შეხვედრის მონაწილეებმა კოკნკრეტული კანდიდატურების დასახელებისგან თავი შეიკავეს, თუმცა გარკვეული მინიშნებები მაინც გაკეთდა. თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს შეახსენა, რომ ის პროფესიით იურისტია და შესაბამისად, ამ სფეროში იმუშავებს.
შეხვედრაზე ასევე მივიდა მაია მიმინოშვილი, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, რა თანამდებობაზე დაინიშნება, თუმცა აღნიშნა, რომ მზადაა განათლების სისტემაში იმუშაოს.
ვახტანგ ხმალაძემ უარყო ბოლო დროს გავრცელებული ხმები და განაცხადა, რომც შესთავაზონ პარლამენტის თავმჯდომარეობა, არ დასთანხმდება.
ბიზნესცენტრში კონსულტაციები გრძელდება.
|