დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ
06.10.12 16:42
დღეს, დედაქალაქში თბილისობას ზეიმობენ. ქალაქის მასშტაბით დაგგმილია რამდენიმე ათეული ღონისძიება, მათ შორის ტრადიციული ყურძნის დაწურვაც.
მეიდანზე სპეციალურად თბილისობისათვის 60 კვადრატულ მეტრზე მოეწყო საწნახელი, რომელშიც 5 ტონა ყურძენი დაიწყურება.
საწნახელში დღეს ერთ-ერთი პირველი თბილისის მერი გიგი უგულავაჩადგა. მასთან ერთად იმყოფბოდნენ საკრებულოს თავმჯდომარე და საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
ასევე მეიდანზე ჩაატარა კონცერტი ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლმა. მეტეხის ხიდზე კი ავტოშოუ გაიმართა. კერძო კომპანიებმა რამდენიმე ათეული ძველი ავტომობილი წარადგინეს. დღეს თბილისელებს ახალი მოდელების ყიდვის საშუალებაც მიეცემათ.
ბამბის რიგში დილიდან ხილის ფესტივალზეც ბევრი თბილისელი და სტუმარია შეკრებილი.
თბილისის თემატიკაზე საგამოფენო სივრცე გვირაბში დღეს უცხოელი მხატვრების ნამუშევრების გამოფენაც დაიწყო. ქართული რეწვის ნიმუშების ყიდვის მსურველებს დღეს აბნოთუბანში ელოდებიან.
ძველი იტორიული თბილისის სხვადასხვა უბანში დღეს რამდენიმე ფოლკლორული ანსამბლის კონცერტი ერთდროულად მიმდინარეობს.
გოგირდის აბანოებთან კი ბაზიერები იკრიბებიან.
|