ცესკო საჩივრებს განიხილავს
08.10.12 10:15
ცენტრალური საარჩევნო კომისია საჩივრების განხილვას განაგრძობს. დღევანდელ სხდომაზე კიდევ რამდენიმე სადავო საკითხზე იმსჯელებენ.
გუშინ ცესკომ სამი საჩივარი განიხილა. დამკვირვებლები გარდაბნის მე-12 საარჩევნო ოლქის 63-ე და 28-ე უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვდნენ. ცესკომ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უბნების შედეგები არ გადაითვლება, თუმცა საკითხი რეაგირებისთვის პროკურატურას გადაეცემა.
სხდომაზე დუშეთის 49-ე საარჩევნო უბნის თამჯდომარის საკითხზეც იმსჯელეს, რომელმაც კომისიაში `ქართული ოცნების` მიერ დანიშნული წევრი გააძევა. ამ ფაქტის გამო ცესკომ საოლქოს საქმის ხელახლა გამოძიება დავალა.
რაც შეეხება გაუქმებულ უბნებს, თუ როდის და სად გაიმართება განმეორებითი კენჭისყრა, ამაზე ცესკო დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.
|