ინგა გრიგოლია პოლიტიკიდან მიდის
08.10.12 10:00
ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოდან მიდის. ოფიციალური განცხადებით იგი საკრებულოს თავმჯდომარეს დღეს მიმართავს. ქრისტიან-დემოკრატების ყოფილი წევრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით პოზიციათა შეუთავსებლობის გამო მიიღო.
`საკრებულოს დატოვებით ქართულ პოლიტიკას, როგორც მონაწილე, სამუდამოდ დავემშვიდობები. ვერასოდეს ვერავინ ვერც ერთ პარტიაში ვეღარ მნახავს,`- განაცხადა გრიგოლიამ.
პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გრიგოლია აპირებს, რომ ჟურნალისტიკას დაუბრუნდეს.
|