ბიძინა ივანიშვილმა მინისტრობის კანდიდატები დაასახელა
08.10.12 11:20
კოალიცია `ქართული ოცნების` ლიდერმა ახალი მთავრობის წევრთა კანდიდატურები დაასახელა. ახალ მთავრობაში თავდაცვის მინისტრის კაბინეტს ირაკლი ალასანია ჩაიბარებს. ის ამავდროულად ვიცე-პრემიერიც იქნება;
ირაკლი ღარიბაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრი იქნება;
იუსტიციის სამინისტროს თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს;
სასჯელაღსრულების მინისტრის პოსტზე ივანიშვილმა სოზარ სუბარი დაასახელა;
რეგიონული განვითარებისა დაინფრასტრუქტურის მინისტრი - კახა კალაძე; ის ამავე დროს იქნება მეორე ვიცე-პრემიერი;
სოფლის მეურნეობის მინისტრი - დავით კირვალიძე;
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი;
საგარეო საქმეთა მინისტრი - მაია ფანჯიკიძე;
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი - გურამ ოდიშარია;
ჯანდაცვის მინისტრი - ამირან გამყრელიძე;
დისპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - კოტე სურგულაძე;
ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ალექსი პეტრიაშვილი;
რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - პაატა ზაქარეიშვილი;
სახელმწიფო აუდიტის სამხურის გენერალურ აუდიტორი - რევაზ შავიშვილი;
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი - ნოდარ ჯავახიშვილი;
გენერალური პროკურორი - არჩილ კბილაშვილი;
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი - მაია მიმინოშვილი.
ფინანასთა, ეკონომიკის, განათლების, გარემოს დაცვისა და ლტოლვილთა მინისტრების კანდიდატურები ბიძინა ივანიშვილის დღეს არ დაუსახელებია. არაფერი უთქვამს დასაქმების სახელმწიფო მინისტრზეც, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ის ამ სამინისტროს გაუქმებას გეგმავს.
პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად ივანიშვილმა რესპუბლიკური პარტიის ლიდერი დავით უსუფაშვილი დაასახელა.
დღესვე ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის ვიცე-სპიკერების პოსტებზე წარდგენილი არიან მანანა კობახიძე,ზვიად ძიძიგური, ზურაბ ტყემალაძე, ზურაბ აბაშიძე.
ბიძინა ივანიშვილმა ასევე დაასახელა საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეთა კანდიდატურები:
ადამიანის უფლებათა კომიტეტი - ეკა ბესელია; განათლების კომიტეტი - ვანო კიღურაძე; გარემოს დაცვის კომიტეტი - გია ცაგარეიშვილი; დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი - ნოდარ ხადური; ევროინტეგრაციის კომიტეტი - ვიქტრო დოლიძე; თავდაცვის კომიტეტი - ირაკლი სესიაშვილი; იურიდიული კომიტეტი - ვახტანგ ხმალაძე; რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი - ირაკლი ტრიპოლსკი; საგარეო საქმეთა კომიტეტი - თედო ჯაფარიძე; საპროცედურო საქმეთა კომიტეტი - ირინე დემეტრაშვილი; საფინანსო კომიტეტი - დავით ონოფრიშვილი; სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტი - ლერი ხაბელოვი; ჯანდაცვის კომიტეტი - დიმიტრი ხუნდაძე.
|