`გალფის` ავტოგასამართ სადგურზე თავდასხმა მოხდა
09.10.12 15:00
კახეთის გზატკეცილზე `გალფის` ბენზინგასამართ სადგურზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. კომპანიის წარმომადგენელთა განცხადებით, ორმა ნიღბიანმა და შეიარაღებულმა პირმა სადგურის მენეჯერს სეიფის გადასახადი წაართვა და 4,500 ლარი გაიტაცა.
გაქცევამდე მათ მენეჯერს იარაღი ჩაარტყეს სახეში. თვითმხილველების განცხადებით, ერთ თავდამსხმელს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა, მეორეს კი დანა.
სადგურის მენეჯერმა მოახერხა პოლიციასთან დაკავშირება, რომლებიც ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.
|