სოსო ცინცაძეს პოლიტიკური პროგნოზების გაკეთება უჭირს
08.10.12 15:36
პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ ”პრაიმ-ტაიმის” პრესკლუბში ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. მან მთავრობის ახლად წარდგენილი კანდიდატები შეაფასა და სამომავლო პროგნოზი გააკეთა. სოსო ცინცაძის განცხადებით, სარისკოა იმაზე საუბარი, გაგრძელდება თუ არა საქართველოს დასავლური კურსი. მისი თქმით, საქართველოს ახალი მთავრობა იდეოლოგიურად განსხვავებული იქნება.
`კურსის გაგრძელებაზე საუბარი ალბათ, ცოტა სარისკოა, იმიტომ, რომ მოვიდა მთავრობა, რომელიც იდეოლოგიურად განსხვავდება წინა მთავრობისგან. რამდენად შეძლებს ეს მთავრობა იყოს ეფექტური, ესეც ძალიან ძნელი სათქმელია. ყველაზე სერიოზული რისკი და გამოწვევა, თანაც ჩვენი აღმოსავლური ქართული მენტალობიდან გამომდინარე, ეს არის ის, თუ რამდენად შეძლებს, ვთქვათ, ნებისმიერი ახალი მინისტრი თავის თავში ჩაკლას შურისმაძიებელი,`- განაცხადა ექსპერტმა.
|