ინგა გრიგოლია თბილისის საკრებულოდან წავიდა. ოფიციალური განცხადებით, მან საკრებულოს თავმჯდომარეს უკვე მიმართა. გრიგოლია აცხადებს, რომ ეს იყო ბოლო პროცედურა, რომელიც მას საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისთვის უნდა გაევლო.
ქრისტიან-დემოკრატების ყოფილი წევრის თქმით, ეს გადაწყვეტილება არჩევნების გაშუქებასთან დაკავშირებით პოზიციათა შეუთავსებლობის გამო მიიღო. პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ გრიგოლია ჟურნალისტიკაში დაბრუნებას გეგმავს. როგორც ირკვევა, მას უკვე ჰქონდა შესაბამისი შეთავაზება.
შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი უკანონო ჩანაწერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ახალაია ყველა უპასუხიმგებლო განცხადებაზე ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
ეგრეთ წოდებული საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თემურ გიგაური თავისუფალია. ოკუპანტებმა ის 29 მაისს აიყვანეს. როგორც ყოფილი მძევალი ყვება, ის აიძულეს, რომ ეღიარებინა საზღვრის გადაკვეთის ფაქტი...
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
სამეგრელოში აღმოჩენილ ფარულ ჩანაწერებში ასახულ ძალადობას სისტემურ პრობლემად ახასიათებს თავდაცვის მინსტრი. ირაკლი ალასანია ფაქტების საფუძვლიანი გამოძიებისა და შესწავლის აუცილებლობაზე ლაპარაკობს.
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დიდ ბრიტანეთში გრძლედება. ახალი ხელისუფლების პოლიტიკა, ქვეყის პრიორიტეტები და ორ პარლამენტს შორის ურთიერთობები, ეს ის მთავრი საკითხებია, რომელზეც ბრიტანეთის პარლამენტის წევრებმა და საქართველოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
გვიან ღამით თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს. ნიკოლოზ ჩომახაშვილი, გიორგი არსაბაშვილი და თორნიკე ხეთაგურაშვილი მელიქიშვილის გამზირზე, ფილარმონიასთან აიყვანეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია 19 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრება. ის ვაშინგტონში ამერიკელმა კოლეგამ ჩაკ ჰეიგელმა მიიწვია. ბოლო 4 წლის განმავლობაში ამგვარი ვიზიტი არ შემდგარა.