კოალიციის წარმომადგენლები ოფიციალურ უწყებებში შედიან
09.10.12 10:25
დღეიდან `ქართული ოცნების` წარმომადგენლები ყველა სამინისტროში მივლენ, რათა უწყებათა მუშაობის პრინციპებს გაეცნონ და ხელისუფლების გადაბარების პროცესში უწყებათა მუშაობაში წყვეტა არ მოხდეს. მინისტრების კანდიდატების გარდა, კომუნიკაციის პროცესში კოალიციის სხვა წარმომადგენლებიც ერთვებიან. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა მეორე შეხვედრაზე, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და კოალიციის სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის გაიმართა.
მინისტრობის რამდენიმე კანდიდატმა უკვე განაცხადა თავისი გემების შესახებ. მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა სამინისტროში პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ მივა. იუსტიციის მინისტრობის კანდიდატი, პირველ რიგში, საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტის გადახედვას გეგმავს. ცვლილებების აუცილებლობაზე ლაპარაკობს გენერალური პროკურორის პოსტზე ბიძინა ივანიშვილის მიერ დასახელებული არჩილ კბილაშვილიც.
|