კვირა, 19.05.13   03:23
+17.5°
მთავარი|ახალი ამბები|გადაცემები|ჩვენ შესახებ|დაგვეკონტაქტეთ|რეკლამა რუსთავი 2-ზე|კლუბი
პოლიტიკა|ეკონომიკა|კრიმინალი|სპორტი|კულტურა | |

ოქტომბერი 2012

S
M
T
W
T
F
S
1 
2 
3 
4 
5 
6 
7 
8 
9 
10 
11 
12 
13 
14 
15 
16 
17 
18 
19 
20 
21 
22 
23 
24 
25 
26 
27 
28 
29 
30 
31 







თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:


TOP.GE
enlarge photo

  

ივანიშვილისა და სააკაშვილის შეხვედრა დასრულდა

09.10.12 12:59

პრეზიდენტის სასახლეში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულებისთანავე პრეზიდენტმაც და პრემიერობის კანდიდატმაც მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

`ჩვენი დღევანდელი შეხვედრა გახლდათ გაგრძელება იმ ჯანსაღი პოლიტიკისა, რომელიც მე და ჩემმა გუნდმა შემოვიტანეთ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში. ის, რომ მე და ჩემმა გუნდმა მოვახერხეთ და შევქმენით პრეცედენტი საქართველოში პირველად დემოკრატიული გზით ხელისუფლების შეცვლისა, ეს საქართველოს ისტორიაში აუცილებლად ღირსეულად მოიხსენიება. ის, რომ ჩვენ მოვახერხეთ ერთი წლის განმავლობაში ყველა უღირს ქცევას ჩვენი ოპონენტების მხრიდან ღირსეულად ვპასუხობდით, სწორედ ეს გახლავთ დღევანდელი შეხვედრის მიზეზი და მისი გაგრძელება. ჩვენ კიდევ ვაცხადებთ, რომ ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე როგორც იმსახურებენ, არამედ ისე, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მოსახლეობა, ჩვენი კულტურა, ეს გახლავთ ჩვენი შეხვედრის მიზეზიც. საუბარი გვქონდა საგარეო პოლიტიკაზე, გვქონდა შეხედულებებზე და ასე შემდგომ, თანხვედრაში მოდის ის საგარეო პოლიტიკა, რაც ჩვენ ორივე მხარეს გაცხადებული გვქონდა, რომ ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე აუცილებლად ჩვენი სტრატეგიაა, ჩვენი სწრაფვა იქნება განუხრელად ევროპისკენ და აუცილებლად საქართველო მოახერხებს უახლოეს დროში გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. კარგია, რომ ჩვენ მოვახერხეთ შეხვედრა, მოახერხა თვითონ სააკაშვილმა ის განცხადება, რაც მე შევუქე, რომელიც მან გაკეთა არჩევნების შემდგომ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრაც ემსახურება იმას, რომ ჩვენ ვაჩვენოთ, რომ ვართ კულტურული ერი, ჩვენ ვიწყებთ ახალ ცხოვრებას და ჩვენს ოპონენტებს ყოველთვის ღირსეულად მოვექცევით,`- განაცხადა ივანიშვილმა.

`მინდა გითხრათ, რომ დღეს არის ისტორიული პროცესი პირველად ამ რეგიონში, პოსტსაბჭოთა სივრცის ამ რეგიონში ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების უმეტესი ფუნქციების მშვიდობიანად დემოკრატიულად გადაცემა. ქართველმა ხალხმა გააკეთა თავისი არჩევანი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვიტყვით, რომ ქართველი ერის არჩევანს ჩვენ ვცემთ პატივს, ქართველი ხალხი არის უზენაესი მოქმედი პირი ქვეყანში, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს. ჩვენ ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, არავისთვის არ არის მოულოდნელი, რომ ჩვენ შორის რჩება ფუნდამენტური განსხვავებები ძალიან ბევრ პოლიტიკურ საკითხზე, ძალიან ბევრ ეროვნულ საკითხზე, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე ხელისუფლება, მე, როგორც პრეზიდენტი, რომელიც არის კონსტიტუციის გარანტი, უზრუნველვყოფ, რომ გადასვლა მთავრობის ფუნქციებს შორის მოხდეს ყოველგვარი ექსცესების გარეშე. მოხდეს ის, როგორც არასდროს არ მომხდარა საქართველოს ისტორიაში, ქართველი ხალხის ინტერესების სრული გათვალისწინებით, მოხდეს პოლიტიკური პროცესების დემოკრატიული ჩარჩოების სრული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ დემოკრატია, მოვაღწიოთ იმას, რომ თავისუფალი არჩევნები საქართველოში მომავალშიც გაგრძელდეს, რომ დემოკრატია საქართველოში პირიქით, გაძლიერდეს და საშუალება იქნეს ყოველთვის მისი განვითარების და ქართველ ხალხს შექმნას უკეთესი პერსპექტივები. მე, როგორც პრეზიდენტი, ვიზრუნებ იმაზე, რომ ქართველი ხალხის ინტერესები იქნეს დაცული და ეს იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მოღვაწეობის მიზანი,` - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

 

 

video clip photos ბეჭდვა

სხვა ახალი ამბები

საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

18.05.13 21:12

შეკრება გუშინ გამოვლენილი ძალადობის დასაგმობად დღეს მთავრობის კანცელარიის შენობასთან გაიმართა, თუმცა ადგილზე მისულ აქციის მონაწილეებს იქ ისევ მათი მოწინააღმდეგეები დახვდნენ.More...

`იდენტობის` მიერ ორგანიზებული აქცია ძალადობაში გადაიზარდა

17.05.13 16:30

ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს ორგანიზაცია `იდენტობის`მიერ დაგეგმილი აქცია რუსთაველის გამზირზე ჩაიშალა. ამის მიზეზი აქციის მოწინააღმდეგეთა შეკრება გახდა.More...video clip 

რუსთაველის გამზირზე აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

17.05.13 10:25

რუსთაველის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია მიმდინარეობს. ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია `იდენტობა`... More...

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

17.05.13 15:06

რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სპეციალური განცხადება გაავრცელა და საზოგადოებას ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდა.More...

ვანოს შოუ

იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად

კომედი შოუ

უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !

პარლამენტის თავმჯდომარე საზოგადოებას წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს

17.05.13 14:41

თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ საგანგებო განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ. დავით უსუფაშვილმა მოქალაქეებს, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს მოუწოდა იმოქმედონ კანონის ფარგლებში.More...video clip 

ავღანეთში დაღუპული სამხედროების ცხედრები ოჯახებში გადაასვენეს

17.05.13 12:19

ქაშვეთის ეკლესიაში გამართული პანაშვიდის შემდეგ, ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროები ოჯახებში გადაასვენეს. მომავალ კვირას მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.More...video clip 

პრეზიდენტი ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს შეხვდა

17.05.13 12:03

საქართველოს პრეზიდენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში ნიუ-ჯერსის შტატის გუბერნატორს კრის კრისტის შეხვდა. როგორც ერთ-ერთმა წამყვანმა რეფორმატორმა კრის კრისტიმ საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა და დემოკრატიული პროცესების გაგრძელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრა.More...video clip 

უმცირესობის ინიციატივას ოკუპაციის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობა პასუხობს

17.05.13 11:47

საპარლამენტო უმცირესობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანოპროექტთან დაკავშირებული ინიციატივა გუშინ გააჟღერა. უმრავლესობის წარმომადგენელმა პაატა ზაქარეიშვილმა და უმცირეობის ეს შეთავაზება `წუწაობად` შეაფასა.More...video clip 


  სრული პროგრამა
ლაშა ღლონტი `პროფილში`
პიკასოს მედალი
სევდია უგრეხელიძე `ნანუკას შოუში`
ხორცის მონიტორინგი

 
 

© 1994-2012 Rustavi 2 Broadcasting Company