თამაზ თამაზაშვილი საპყრობილეს 10 ოქტომბერს დატოვებს. უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ პროკურორსა და მსჯავრდებულს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დღეს დაამტკიცა.
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის ადვოკატებმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით 4 ოქტომბერს მიმართეს. ცეცხლსასროლი იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის თამაზ თამაზაშვილს სამი წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა სასამართლომ 2012 წლის 30 აპრილს მიუსაჯა. ის დღემდე თბილისის მერვე საპყრობილეში იხდის სასჯელს.
საქართველოს 24 000 მოქალაქე პარალელურად უცხო ქვეყნის მოქალაქეობას უკანონოდ ფლობს - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისის განვითარების სააგენტო ავრცელებს.
მოსკოვი მიკაილ კადიევის რუსეთში ექსტრადიციას მოითხოვს. რუსული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი მოთხოვნა უკვე მზადდება რუსეთის გენერალურ პროკურატურაში და უახლოეს მომავალში ქართულ მხარეს გადმოეგზავნება.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პრაიმერისთვის ემზადება. გადაწყვეტილება საპრეზიდენტო კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევის შესახებ უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გამოაცხადა.
ვანოს შოუ
იუმორისტული ტოქ-შოუ ცნობილ სტუმრებთან ერთად
კომედი შოუ
უნიკალური იუმორისტული სკეტჩები, სიცილის დღესასწაული რუსთავი 2-ზე !
ტერაქტის მცდელობისთვის დაკავებული მიკაილ კადიევის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბრალდებული უდანაშაულოა და არანაირ ტერაქტთან მას და ამავე საქმეზე დაკავებულ ომაროვს კავშირი არ ჰქონიათ.
ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა შიმშილობა დაიწყო. ვანო მერაბიშვილის ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნაა საკანში ტელევიზორი ჰქონდეს.
იუსტიციის მინისტრი სომხეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა. მხარეებმა სამართლებრივ სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს. თეა წულუკიანმა ამ მიმართულებით საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ისაუბრა.