ომბუდსმენის პოსტზე რამდენიმე კანდიდატი დასახელდა
10.10.12 18:17
ვინ გახდება საქართველოს სახალხო დამცველი? ომბუდსმენის პოსტი ამ დროისთვის ვაკანტურია.
სახალხო დამცველის დანიშვნა პარლამენტის პრეროგატივაა და შესაბამისად, უმრავლესობა, ანუ "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, ვინ დაიცავს სამოქალაქო უფლებებს საქართველოში.
თავისი ვერსიები აქვთ "ქართულ ოცნებაში", წინადადებები აქვთ არასამთავრობოებს და სამოქალაქო სექტორის სხვა წარმოამადგენლებსაც.
დღეს უკვე დასახელდა რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის, ლია მუხაშავრია, თამარ ჩუგოშვილი, თამარ გურჩიანი, დიმიტრი ლორთქიფანიძე და გელა ნიკოლაიშვილი.
|