მინისტრობის კანდიდატები უწყებებს ეცნობიან
10.10.12 20:41
ივანიშვილის მთავრობის მინისტრობის კანდიდატები თავისი უწყებების მუშაობის დეტალებს ეცნობიან.
კულტურის სამინისტროში მინისტრობის კანდიდატი გურამ ოდიშარია იმყოფებოდა და მოქმედი მინისტრის მოდგილეებს შეხვდა. განიხილეს რამდენიმე პროექტი, მათ შორის, ბაგრატის ტაძრისა და აზიზიეს მეჩეთის საკითხიც.
მინისტრობის კანდიდატის თქმით, სამინისტროს ახალ კონცეფციაზე მუშაობა დაწყებულია. გურამ ოდიშარია ნიკა რურუასთან შეხვედრას უახლოეს დღეებში აპირებს.
სპორტის სამინისტროში მივიდა დღეს ლევან ყიფიანიც. სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხთა მინისტრობის კანდიდატი თანამშრომლებს შეხვდა და უწყების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.
ყიფიანის განცხადებით, სამინისტროს გადაბარების პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, ყველა ის პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე მიმდინარეობის პროცესშია, დასრულდება.
სამთავრობო ფუნქციების უმტკივნეულო გადაბარების მიზნით იმყოფებოდა დღეს ჯანდაცვის სამინისტროში ამირან გამყრელიძეც. მინისტრობის კანიდატი უწყების მუშაობას გაეცნო და რამდენიმე ხელმძღვანელ პირსაც შეხვდა.
|